ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრების წინ, აეროპორტთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებამდე, დემონსტრანტები ბენ გურიონის აეროპორტთან შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა ნეთანიაჰუს მოუწოდეს, არ გაემგზავროს აშშ-ში, ვიდრე მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმებას არ მიაღწევს.

შეგახსენებთ, 23 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ხოლო 24 ივლისს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.

მსგავსი თემები