ერთ ღამეში 35-მდე მანქანა გაძარცვეს

იმერეთში, კერძოდ კი წყალტუბოში  მანქანების სერიული ძარცვა მოხდა. ერთ ღამეში 30-ზე მეტი მანქანა გატეხეს და გაძარცვეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არის ჯგუფური დანაშაული და კრიმინალური ჯგუფი ერთი ხელწერით მუშაობდა. ძარცვას ერთი ხელწერა აქვს. მანქანებში ჩამსხვრეულია მინები, მოპარულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და არსებული სხვა ნივთები.

წყალტუბოს ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 12 მანქანა გაიძარცვა, მიმდებარე კორპუსებში კი დანარჩენი.

 

მსგავსი თემები