“მკვლელობის მცდელობამდე რაიმე პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია” – ტრამპი

“მკვლელობის მცდელობამდე რაიმე სახის პრობლემის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია”, – განაცხადა  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად  პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

„არავის უხსენებია, არავის უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა იყო. მე დაველოდებოდი 15 წუთი. მათ შეეძლოთ ეთქვათ, მოდი, დაველოდოთ 15 წუთი, 20 წუთი, 5 წუთი. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. როგორ ავიდა ვინმე სახურავზე? და რატომ არ შემატყობინეს ეს? ხალხმა დაინახა შეიარაღებული პირი, რომელიც სახურავზე იყო. ვიდრე სცენაზე ავიდოდი, ჩემი მხარდამჭერები ყვიროდნენ, წითლებში ჩაცმული ქალი ყვიროდა, მამაკაცია სახურავზე, რომელსაც იარაღი აქვსო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ხვალ მოსმენა გაიმართება, სადაც ზედამხედველობის კომიტეტს საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი მისცემს ჩვენებას.

მსგავსი თემები