“ცდილობენ, რომ შექმნან ახალი საფრთხობელა ჩვენი სახით“- უკრაინაში მებრძოლი ქართველები

ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე  უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი დაიბარა. გამოკითხვაზეა დაბარებული ნადიმ ხმალაძეც. ხმალაძემ სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ქართველი მებრძოლი წერს, რომ მას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ.

“ცდილობენ, რომ შექმნან ახალი საფრთხობელა ჩვენი სახით, იმ მებრძოლების სახით, რომლებიც საქართველოში არიან. როგორც მე ვიცი, იბარებენ დაკითხვაზე, მაგრამ მოსახლეობაში უკვე როცა ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლებს იბარებენ დაკითხვებზე, უკვე სხვანაირად ჟღერს. თან თქვენც მოგეხსენებათ, როგორია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. უბრალოდ, შიშის ფაქტორის დათესვაა მოსახლეობაში, რომ აი, ესენი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მეტი არაფერი. არ გამოვრიცხავ, პირდაპირი მნიშნელობით, რუსული ხელისუფლების გამო უფრო სხვა ზომებიც მიიღონ” – ამბობენ ქართველი მებრძოლები.

 

მსგავსი თემები