”ტრამპმა ზელენსკის უთხრა არ დაუჯეროს, რომ აშშ-ის მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს”- პრესსმდივანი

“დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეგფონო საუბრისას უთხრა, არ დაუჯეროს ყალბ ამბებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს”- ვოლოდიმის ზელენსკის პრესმდივნის ამ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით,  ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები.

„ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბები“, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის“- ამბობს სერგეი ნიკიფოროვი.

ტრამპსა და და ზელენსკის შორის სატელეფნო საუბარი შედგა.

მსგავსი თემები