„ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ტრანსპორტირებას, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ”- ალიევი

„ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, რადგან მათ ეს სერიოზულად სჭირდებათ, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ,“– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე.

ალიევის განმარტებით, მათ ინვესტიციის სრული სარგებელი არ მიუღიათ.

„მათ უნდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი გავაფართოოთ, 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საუბარია ტრანსანატოლიურ მილსადენზე. მოდით, გავზარდოთ ტრანსადრიატიკული მილსადენი 10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იქ მილიარდების ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში ჩვენი ინვესტიციის სრული სარგებელი ჯერ არ მიგვიღია. ისინი ჩვენგან იქ მილიარდების ინვესტიციას ელოდებიან. ამასთან, ამბობენ, რომ ათ წელიწადში ევროკავშირს გაზი აღარ დასჭირდება. მაშ, ჩვენ სულელები ვართ ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება განვახორციელოთ გაზში, რომელიც მათ არ დასჭირდებათ?!“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა

 

მსგავსი თემები