შარლ მიშელთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძე არ დაპატიჟეს

პირველ მარტს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიშელის მედიაციით საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 3 საათიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ მათ შეხვედრის შესახებ არ იცოდნენ და არც მოწვევა არ მოსვლიათ.

„ჩვენი წარმომადგენელი არ იყო, არ ყოფილა მოწვევა და არ ვიცოდით, ღარიბაშვილთან საღამოს შეხვედრა თუ იყო დაგეგმილი. შეიძლება ე.წ. ბარიერ გადალახულებთან იყო შეხვედრა, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, მაშინ ეს ვერ იქნება მიზეზი. ეგ ლეგიტიმური შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მსგავსი თემები