„ეს ამნისტია არის პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო, არაჰუმანური ამნისტია”- გოცირიძე

“ევროოპტიმისტების” ლიდერი, რომან გოცირიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტს უზნეოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ოპოზიციონერის თქმით, სახალხო დამცვალის რეკომენდაცია სწორია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს.

 „ეს ამნისტია არის პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო, არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითად არის განხორციელებული. სწორი რეკომენდაციაა, რასაც სახალხო დამცველი ამბობს, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას არ მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს გაითვალისწინოს, ვინაიდან მათ უკვე წინასწარ აქვთ ყველაფერი გაანგარიშებული და დათვლილი”- ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები