,,სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებში  ინტერესი ორი საკითხის მიმართ არის გამოკვეთილი. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი აწუხებს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას”  მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი.

„იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, ის მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ მე ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ ამ პროცესში რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული, ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე – ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. ეს იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს. კოლეგების სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ და ამაზე ვსაუბრობთ. ჩხუბი უნდა დამთავრდეს, მივხვდი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამ ჩხუბს არ დაასრულებს, “ქართულ ოცნებას” ისედაც არ უნდა ჩხუბის დასრულება , “- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები