“როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია” – „როსენერგოატომი“

„როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს“, – განცხადებას „როსენერგოატომი“ ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფრომაციით, რადიაციის დონე ნორმალურია და ბლოკები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ.

მსგავსი თემები