თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოება გახდება ლიცენზირებადი საქმიანობა, განიმარტება თამბაქოს წარმოების ლეგალური დეფინიცია და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია. გარდა ამისა, ცვლილების შედეგად თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის იმპორტიორი ან დამამზადებლის მოქმედი წარმომადგენელი.

მსგავსი თემები