უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვი დაიბრუნა

,,უკრაინის ხელისუფლებამ მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება”, – ინფორმაცია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრო ლუბინეცმა ტელეგრამზე გაავრცელა.

,,ჩვენ მოვახერხეთ 12 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნება! ბავშვები დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ნათესავებთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. თითოეულმა ოჯახმა თავისებურად განიცადა საოკუპაციო ,,ძალაუფლების” მიერ შექმნილი ქაოსი.

ოჯახები ყვებიან, როგორ აიძულეს რუსული პასპორტების აღება, რადგან „ახალი საბუთების“ გარეშე მოქალაქეებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვერც სოციალური გარანტიით ისარგებლებენ და ვერც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ექიმები არ იღებენ თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თუმცა, მშობლებს მოუწოდებენ, გაგზავნონ შვილები „რეაბილიტაციაზე“, რაც ხშირად გულისხმობს დეპორტაციას ან იძულებით გადაადგილებას. ზოგიერთ ბავშვს მოუწია სწავლა ,,რუსულ სკოლაში”, სადაც “რუსული მშვიდობის” აქტიური კამპანია მიმდინარეობდა”, – წერს ლუბინეცი თავის ტელეგრამზე.

მსგავსი თემები