„საქართველოს საკმარისი ეკონომიკური თავისუფლება და მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს“ – თალაკვაძე

“სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მართალია, საქართველოს საკმარისი ეკონომიკური თავისუფლება, მარტივი ადმინისტრირება და მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს. საქართველოს ნამდვილად დიამეტრულად უკეთესი მდგომარეობა და შეფასება აქვს”,-აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პანდემიამ საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინება შეაფერხა, ეკონომიკას სერიოზული გამოცდა და გამოწვევა ჰქონდა, მაგრამ საქართველომ ყველა მიმართულებით სწრაფი აღდგენა შეძლო და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გავზარდოთ. ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება შევძელით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, რომ ქვეყნის შემოსავლები გავზარდოთ.  წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი ტერორის ქვეშ იყო, როცა საკუთრების უფლება დარღვეული იყო და არავის ჰქონდა ნდობა ინვესტიციების გაკეთების კორუფციული ინტერესების გარდა, რაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰქონდათ. დღეს ეს ვითარება სრულიად განსხვავებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო უფრო თანამედროვე და თავისუფალი ქვეყანაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები