,,თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება” – ჯონ ჰილი

,,რუსეთი შორს არის ძალის ამოწურვისაგან და თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის უკრაინაში არ გაჩერდება”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბრიტანეთის ახალი მთავრობა, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საარტილერიო დანაყოფებს. მინისტრმა სხვა დეტალები აღარ დააკონკრეტა.

ორი დღის წინ, ლეიბორისტების ახალმა მთავრობამ თავდაცვის პოლიტიკის დაპირებული გადახედვა დაიწყო, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები