იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არიან გარკვეული საკითხები შეისწავლონ და სექტემბერში უკვე შეჯერებული პოზიციები იყოს წარმოდგენილი.

დღესვე ,,ამნისტიის შესახებ” პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე და მესამე მოსმენაზე ის საშემოდგომო სესიაზე გავა.

ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და ,,სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.

მსგავსი თემები