,,ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი” – ტრამპი

დონალ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი. შეკრებილი საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვის დროს მან თქვა, რომ აპირებს იყოს მთელი ამერიკის პრეზიდენტი.

,,ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, – განაცხადა ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა გასულ შაბათს მომხდარ თავდასხმაზეც, რა დროსაც ის დაიჭრა.

,,ამას ჩემგან მეორედ ვერასდროს გაიგებთ, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია” – აღნიშნა მან და გაიხსენა, რომ ძლიერი შიშინის ხმა გაიგო და მიხვდა, რომ ყური დაუზიანდა.

მსგავსი თემები