კონდიციონერის გამო, მგზავრებსა და მძღოლს შორის ჩხუბი ხშირად ხდება

ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუსაძლისი ხდება. უკმაყოფილო მგზავრები „მედიაცენტრ მთავართან“ ყვებიან, რომ ე.წ ყვითელი მარშრუტკის მძღოლები, თავს არ იწუხებენ, სიცხის მიუხედავად, კონდიციონერი ჩართონ, რის გამოც, მგზავრებს მძღოლთან ჩხუბი უწევთ.

„80 თეთრს ვიხდით, იმაში, რომ ამოვიხუთოთ. სავსე “მარშრუტკაში”, სადაც ფეხზე დგას ხალხი და ჰაერი არ არის იქაც კი არ რთავენ კონდენციონერს. არც ის ჭრის, თუ ვეტყვით, რომ შესაბამის ნომერზე დავრეკავთ და ინფორმაციას მივაწოდებთ. მოგვაძახებენ ხოლმე, რაც გინდათ ის ქენით, კონდიციონერი არ მუშაობს-ო. რატომ უნდა მიხდებოდეს ყოველდღე ჩხუბი? ხომ შეიძლება შესაბამისმა სამსახურმა მიმართოს ზომებს?“ – უყვება N7 “მარშრუტკის” მგზავრი „მედიაცენტრ მთავარს“.

სხვა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებიც ერთიდაიმავეს ყვებიან, რომ კონდიციონერი ჩართვის ხსენება მძღოლის გაღიზიანებას იწვევს და ეგრევე ჩხუბზე გადადის.

როგორც ცნობილია, კომპანია შპს თბილისის მიკროავტობუსი კერძო კომპანიაა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არ არის.

როგორც კომპანია შპს თბილისის მიკროვატობუსის პრესსამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მგზავრებმა კომპანიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, რის საფუძველზეც მოხდება რეაგირება და მძღოლს სანქცია დაეკისრება.

„ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, მძღოლის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სანქციები მოქმედებს. ყველაზე მსუბუქი სანქციაა 10 დღით მიკროავტობუსის მართვის აკრძალვა, მეორე ორი კვირით და მესამე 1-დან 3-თვემდე აკრძალვა. ეს, ჩვეულებრივი მუშა პროცესია. დარეკვის შემთხვევაში რეაგირება იქნება,“- განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

მგზავრებმა, ე.წ ყვითელ მარშრუტკებში, რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში, შპს თბილისის მიკროავტობუსის ცხელ ხაზზე – 2 200 340 უნდა დარეკონ.

მსგავსი თემები