„უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის მცდელობები ულტიმატუმია“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის მცდელობები ულტიმატუმია, რომელსაც მოსკოვი არ მიიღებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნებია ზელენსკის ფორმულის საფუძველზე. რუსეთის ნებისმიერ ულტიმატუმის მსგავს ღონისძიებაში ჩართვის მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია, მეორე საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის გეგმა უკვე ნოემბერში ჰქონდეს. როგორც მან აღნიშნა , მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ.

ინფორმაციისთვის, პირველი სამიტი შვეიცარიაში გასულ თვეში ჩატარდა, რომელშიც 92 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. ღონისძიებაზე რუსეთი მიწვეული არ იყო.

მსგავსი თემები