მოსწავლეებს მეტალოდეტექტორზე შეამოწმებენ

„ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად,  ახალი სასწავლო წლიდან, სკოლაში შემსვლელ მოსწავლეების  „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების“  მეთოდით შემოამწებენ.  საეჭვო ნივთის ან იარაღის  აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმეში ძალოვანი უწყება ჩაერთვება.

მეტალოდეტექტორის გამოყენების აუცილებლობა სკოლებში სხვადასხვა სახის საგნისა და იარაღის შეტანის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა.

სკოლებში კონტროლს ორივე სქესის მანდატურები განახორციელებენ.  გოგონებს ქალი მანდატური შეამოწმებს, ბიჭებს კი მამაკაცი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელიც დაესწრება.

მსგავსი თემები