„ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს, ომის დედაქალქში ჩასვლას, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ?“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს, ჩავიდეს ომის დედაქალქში, იქ ისაუბროს და დაპირებები გასცეს საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება არ უნდა მიექცეს.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს და ნატო-ს საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე შეუძლიათ.

„ეს ადგილი უინსტონ ჩერჩილთან ასოცირდება. ჩერჩილი ჩერჩილად სიმამაცემ აქცია. სწორედ სიმამაცით მოიგო მან მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა. იქნება ევროპა კონტინენტი, რომელიც არც დანებდება და არც ტირანებს მიჰყიდის თავს? იქნება ერების და საზოგადოებების კონტინენტი? დავინახავთ, წინა თაობების სიმამაცემ, რომელმაც ევროპა დაიცვა, რა მოიტანა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ევროპისთვის ჩვენი სიმამაცე არანაკლები უნდა იყოს, ევროპისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მშვიდობიანი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მოკავშირეებზე ზეწოლის მოხდენა იმ იმედით, რომ ერთიანობა დაარღვიოს და რომელიმე ლიდერმა დანარჩენებს უღალატოს.

„სამ რამეზე ვკონცერტირდები. ჩვენ ერთიანები ვართ აქ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებას უმთავრეს სამიზნეში. ჩაფლავდა ევროპის დაყოფის სურვილში და ეს უპირატესობა იქამდე გვექნება, ვიდრე ერთად ვიქნებით. ის შეეცდება მოგწვდეთ თქვენ ან თქვენს მოკავშირეებს ინდივიდუალურად, რომ ზეწოლა მოახდინოს თქვენზე, იმ იმედით, რომ ერთ-ერთი თქვენგანი უღალატებს დანარჩებს, რომ დაასუსტოს ერთიანობა. ყველა დამოუკიდებლად ირჩევს, როგორ მოიქცეს, რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში გადაწყვეტს, გადაჭრას საკთხები სხვის ზურგს უკან, თუ ვინმეს ომის დედაქალქში სურს ჩასვლა, იქ საუბარი და დაპირებების გაცემა ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ? ევროკავშირს და ნატო-ს შეუძლიათ საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები