“უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა” – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა და არა ბრძოლის ველზე. არნიშნულთან დაკავშირებით, ორბანმა ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, რუსები სამხედრო გზით გაანადგურონ, მე არამგონია, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი ბრძოლის ველზე ვერ მოგვარდება. ამის იმედი აქვთ, მაგრამ მე არ მჯერა, ვიცნობ რუსებს, ვიცნობ ევროკავშირს, ვიცნობ უკრაინელებს. მეზობელი ქვეყანა ვართ, ვიცი, მთელი კონტექსტი. ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაზეა“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მოვალეობაა, დაარწმუნოს რუსეთი და უკრაინა, გადავიდნენ ომის მხარდამჭერი პოლიტიკიდან სამშვიდობო პოლიტიკაზე.

მსგავსი თემები