“ოცნება”, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს” – გახარია

“ივანიშვილის “ოცნება”, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს”, – წერს „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნება“ პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს“.

“გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!”, – წერს გახარია.

მსგავსი თემები