სვანეთში მიწა ჩამოიშალა

სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაკეტილია და გადაადგილება შეზღუდულია. არსებული ინფორმაციით, მესტიის მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ზუგდიდიდან კი სპეცტექნიკა გზის მეორე ნაწილის გასაწმენდად მიდის.

ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ნინი ნაკანი ავრცელებს.

“ორი საათი გავიდა რაც მეწყერის პირისპირ ვდგავართ უამრავი ადამიანი. პირველი მანქანით ჩვენ გავჩერდით და ამის შემდეგ 50მდე მანქანაა მოგროვდა ირგვლივ, რომელშიც უამრავი ტურისტი, ბავშვი, მოხუცი და ახალგაზრდები ვართ თავმოყრილი და შევცქერით უზარმაზარ ტალახისა და ქვის მასას, ეს ყველაფერი ხდება მესტიისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ეცერთან ახლოს, შავღელეზე. ორი საათია ერთმანეთს ვამხნევებთ და იმედით ველოდებით ტექნიკას რომელიც უნდა მოვიდეს და გაწმინდოს აქაურობა, მაგრამ ამაოდ… ყველაფერს ართულებს ის რომ წვიმს და ძალიან ცივა, ამავდროულად უკვე ღამდება და რეაგირება არ ჩანს არანაირი.
იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ და შექმნათ წინასწარ ისეთი სიტუაცია, რომ ასეთ მომენტებში დროული რეაგირება მოხდეს, სირცხვილი ტურიზმის განვითარებაზე რომ ისევ გვაქვს პრეტენზია… ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ ვზრუნავთ სათანადოდ… “-  წერს ნაკანი.

 

მსგავსი თემები