,,მდგომარეობა ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული” – დავით ნარმანია ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში” სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და განმარტა თუ როგორი სეზონი გვქონდა ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით.

,,წლევანდელი გაზაფხული ჰიდროლოგიურად უხვნალექიანი იყო. მაღალმთიანი რეგიონებიდან თოვლის დნობამ, ასევე, ინტენსიურმა წვიმებმა განაპირობა ის, რომ ჩვენს ადგილობრივ მოხმარებაზე უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და ამ ჭარბი ენერგიის გატანა ხდებოდა. თურქეთში დაახლოებით, 500 მეგავატ საათი ენერგია გადიოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. სომხეთში კი 70-80 მეგავატი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ეტაპობრივად შემცირდა ნალექები და აქედან გამომდინარე, საექსპორტო მოცულობაც. თუმცა, მაინც თურქეთში და სომხეთში ჯამში 150 მეგავატამდე ელექტრო ენერგიის ექსპორტი ხორციელდება, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში კიდევ იქნება შენარჩუნებული.

რაც შეეხება იმპორტს, მისი თქმით, იმპორტი ქვეყანას პირდაპირ ელექტროენერგიის არ განუხორციელებია.

,,ზამთრის თვეებშიც კი ხდებოდა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი და თბოსადგურების მეშვეობით ამ ბუნებრივი აირის ელექტროენერგიის წარმოება და მისი გამოყენება ხდებოდა საკუთარი მოხმარებისთვის.

ამდენად, მდგომარეობა ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით ექსპორტის მოცულობა არის გაზრდილი, იმპორტის მოცულობა კი შემცირებული”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

ახალი რეგულაციები მელიორაციის სექტორში – დავით ნარმანია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები