„ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“ – ქართველი „ჰალკი“ მიმართვას ავრცელებს

გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც, ავტორების მტკიცებით, „ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილის ქორწილიდან კადრები იყო ასახული. ამ ინფორმაციას სპორტსმენი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეგობრებო, პატარა გაუგებრობას აქვს ადგილი – ჩემი ძმის ქორწილი იყო და ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“, – წერს ლევან საგინაშვილი.

მსგავსი თემები