ნატო შვეიცარიაში სამეკავშირეო ოფისს ხსნის

ნატო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსითვის მრავალმხრივ სამეკავშირეო ოფისს ხსნის ჟენევაში. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ბერნში 15 ივლისს მოაწერეს. ნიუ-იორკისა და ვენის შემდეგ, ნატო ახლა ცდილობს გააძლიეროს კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჟენევაშიც.

შვეიცარიამ მიიღო ნატოს ოფიციალური მოთხოვნა სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ 2023 წლის ბოლოს.

შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი 1815 წელს გამოაცხადა.1907 წლის ჰააგის კონვენციით კი დადგინდა, რომ შვეიცარია არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში და მხარს არ დაუჭერს მხარეებს ჯარით ან იარაღით.

2022 წელს რუსეთის ომის დაწყებამ უკრაინაში შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ჩარჩო. 2023 წელს ფინეთი ნატოს წევრი გახდა, 2024 წელს შვედეთი. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში დაახლოებას ეცდება, თუმცა, ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

მსგავსი თემები