ფინელ მესაზღვრეებს რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლება ეძლევათ

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მესაზღვრეებს უფლებას აძლევს რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლები დაბლოკონ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც 1 300 ადამიანზე მეტი ადამიანი ჩავიდა ქვეყანაში და ჰელსინკი იძულებული გახდა დაეხურა საზღვარი.

პრეზიდენტის თქმით, კანონი სცდება ფინეთის კონსტიტუციას, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

,,მე მესმის ამ აქტთან დაკავშირებული სამართლებრივი და ჰუმანური მოსაზრებები. დებატები მიუთითებს ფინელი ხალხის მტკიცე ერთგულებაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ვიცავთ ფინეთის საუკეთესო ინტერესებს. მოდით, ყოველთვის შევინარჩუნოთ დისკუსიის ატმოსფერო, რომელშიც მოვუსმენთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის შეხედულებებს”, – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები