ვოლგოგრადში რუსმა სამხედრომ ბავშვებს ხმამაღალი მუსიკის გამო ესროლა

ვოლგოგრადის ოლქში, რუსმა სამხედრომ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. ფრონტიდან დაბრუნებულმა 48 წლის სამხედრომ მის სახლთან მიმავალ ბავშვებს სანადირო თოფიდან ესროლა. ის იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ბავშვებს მუსიკა ჰქონდათ ჩართული.

ჟურნალისტების ინფორმაციით,  9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები მუსიკალური დინამიკით სეირნობდნენ, რა დროსაც ფრონტიდან შვებულებაში მყოფი სამხედრო ძმასთან ერთად, რომელიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში, ქუჩაში გავიდა და სროლა დაიწყო.

ბავშვებმა გაქცევა სცადეს, თუმცა 12 წლის ბიჭი ფეხში დაიჭრა. ის ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა სამართალდამცველები სამხედროების სახლში შესვლას სროლის შიშით, ვერ ბედავდნენ. საბოლოოდ ორივე ძმა დააკავეს. გამოძიება სამხედრო პროკურატურამ დაიწყო.

მსგავსი თემები