„ჯეიმს დევიდ ვენსი დონალდ ტრამპის კლონია“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილავს დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს, სენატორ ვენსს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის „კლონს“.

„ის ტრამპის კლონია. მე ვერ ვხედავ განსხვავებას მათ შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები