ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს,რომ შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი იყოს წარმოდგენილი. მან ამის შესახებ განცხადება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის მორიგი სამშვიდობო სამიტის გეგმა ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად და ამ მიზნით დაგეგმილია სამი შეხვედრის გამართვა, რომელიც უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ პუნქტების განხილვას მიეძღვნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, პირველი შეხვედრა დაეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში კატარში შედგება.

მსგავსი თემები