ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” მომავალი კაპიტანი და მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდება?!

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს. მისი თქმით, “კვარას” საქმე სრულიად განსხვავებულია.

„მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე.  იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავზებული რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს”- ამბობს ჟურნალისტი.

მსგავსი თემები