იტალიაში სუპერმარკეტში ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიაში სუპერმარკეტიდან საკვები პროდუქტისა და წვრილმანი ნივთების ქურდობისთვის ორი ქართველი კაცი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულები 30 და 33 წლისები არიან. იტალიური მედია წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა პროდუქტების ზურგჩანთით გატანა გადაუხდელად სცადა, მეორემ კი პროდუქტები მაისურის ქვეშ დამალა.

მოპარულ ნივთებს შორის პროდუქტებთან ერთად ორი უკაბელო ყურსასმენი, კბილის ჯაგრისები და სხვა ჰიგიენური საშუალებები იყო. საერთო ჯამში ნივთების ღირებულება დაახლოებით 600 ევროა.

მსგავსი თემები