ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ ქ.ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მისამართის შეცვლის გამო, 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830.

გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმებისა და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: london.con@mfa.gov.ge.

საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე.

საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი:

Embassy of Georgia
20 Saint George’s Square
Pimlico
London
SW1V 2HP“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები