ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელსაც პენსილვანიის შტატში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს. საუბრის შინაარს თეთრი სახლი ავრეცელბს.

ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.

„დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ, დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც „სიენენი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები