მამაკაცს, რომელიც ქალებს სასტიკად უსწორდებოდა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კანადის პროვინცია მანიტობაში, მამაკაცი, რომელიც ოთხი ადგილობრივი ქალის სიცოცხლის მოსპობაში იყო ბრალდებული სასამართლომ პირველი ხარიხის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

“ამისთვის ამდენი ხანი ვიბრძოდით. მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა”- განაცხადა ერთ-ერთი მსხვერპლის დამ.

37 წლის ჯერემი სკიბიცკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის კრიმინალი და მამაკაცი შიზოფრენიით არის დაავადებული.

პროკურორების მტკიცებით კიმან დანაშაული რასობრივი მოტივით ჩაიდინა და აღნიშნა, რომ ჯერემი სკიბიცკის ფსიქიკური დაავადების შესახებ დიაგნოზი ოფიციალურად დასმული არ აქვს.

 

 

მსგავსი თემები