მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა-დაღუპულია ეკიპაჟი

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ეკიპაჟი. ინფორმაციას “რია ნოვოსტი“ ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ეს მგზავრების გარეშე პირველი რეისი იყო. თვითმფრინავი ერთ-ერთ სამოქალაქო ავიაკომპანიას ეკუთვნის.

 

მსგავსი თემები