დონეცკში რუსეთის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

6 დაღუპული და 19 დაშავებული – რუსეთის სამხედრო ძალები გუშინ დონეცკის ოლქს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს. კერძოდ, რუსებმა კრამატორსკის ოლქის, ქალაქ ლიმანში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მინიმუმ ერთი კერძო მანქანა.

პოკროვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.

სულ მცირე 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა ქალაქ კოსტიანტინივკაში ინტენსიური დაბომბვისა და ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. სამაშველო სამუშაოების დროს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 2 ცხედარი ამოიყვანეს.

მსგავსი თემები