ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს

„ტესლას“ დამფუძნებელმა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს. ინფორმაციას, ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სტატიაში არ არის მითითებული, რა თანხაზეა საუბარი, თუმცა გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს სოლიდური თანხაა.

მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მისცემდა თანხას.

 

მსგავსი თემები