ნიგერიაში სკოლა ჩამოინგრა – დაიღუპა 22 ბავშვი

ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 22 ბავშვი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.  ამის შესახებ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სკოლის შენობა, სადაც 1 000 მოსწავლე სწავლობდა, დილით ჩამოინგრა და მოსწავლეები კლასში იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება.

„ბიბისი“ წერს, რომ სკოლის დანგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, სავარაუდო მიზეზი სამდღიანი ძლიერი წვიმა გახდა.

 

მსგავსი თემები