,,ირაკლი, სიკეთით სავსე ბიჭო, ეს რა დილა გაგითენდა“ – ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული 17 წლის ბიჭი

ბათუმში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან 17 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა ნათესავს სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და შენობიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას, ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ირაკლი ირემაძეა. ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები გლოვობენ:

„გასკდა გული, შვილო“, ირაკლი, სიკეთით სავსე ბიჭო, ეს რა დილა გაგითენდა“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები