ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, იმ პირობებში, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ამოქმედებულია და შეუშლის თუ არა ის ხელს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს.

დღესვე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესაც შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილეს დაგეგმილი აქვს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

მსგავსი თემები