ბაიდენმა ნატოს სამიტზე ზელენსკი შეცდომით მოიხსენია „პრეზიდენტ პუტინად“ (VIDEO)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით მოიხსენია ვლადიმირ პუტინად.

„ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა რამდენიმე წამში გააცნობიერა თავისი შეცდომა:

„ზელენსკი პრეზიდენტ პუტინს დაამარცხებს. პრეზიდენტი ზელენსკი. პუტინის დამარცხებაზე ვარ ორიენტირებული“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა ბაიდენს და თქვა: „მე პუტინზე უკეთესი ვარ“.

„თქვენ ბევრად უკეთესი ხართ“, – თქვა ბაიდენმა.

მსგავსი თემები