ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. ქარმა, მრავალწლოვანი ხეები და ელ. ენერგიის ბოძები მოგლიჯა, ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და მერიის შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. მათ ხეებისგან ჩახერგილი გზები გაწმინდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს საათებში დაიწყება.

მსგავსი თემები