“საფრანგეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასია გადააქციოს კონფლიქტების ასპარეზად”- საჰიბა გაფაროვა

“საფრანგეთი სხვადასხვა საბაბით ცდილობს, ჩაერიოს რეგიონულ დინამიკაში, გადააქციოს სამხრეთ კავკასია კონფლიქტების ასპარეზად და ცდილობს საკუთარი სამარცხვინო ნეოკოლონიალური პრაქტიკის გამოყენებას”, – განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ „ბრიქსის“ საპარლამენტო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მკაცრი და გადამწყვეტი პოზიცია ხელს უშლის ნებისმიერ ასეთ მცდელობას. გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარების შესაძლებლობასთან ერთად კვლავ იკვეთება ორმაგი სტანდარტები და პროცესში ჩარევის მცდელობები.

„ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი აღდგენითი და განახლებით სამუშაოები ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირები უკვე ბრუნდებიან წინაპრების სამშობლოში. ამრიგად, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ დამოუკიდებლად უზრუნველყო საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესრულება, არამედ აღადგინა სამართლიანობა, რასაც ჩვენი ხალხი თითქმის 30 წელი ცდილობდა“, – განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

მსგავსი თემები