უკრაინას მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით სურს – Bloomberg

უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, მაგრამ უკვე რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კიევს მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვების შიშით არის ნაკარნახევი.

მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. Bloomberg-ის ცნობით, მაშინ რუსეთი ფორუმში არ მონაწილეობდა. ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.

მსგავსი თემები