,,ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა ევროპის გზა და ჩვენს მომავალს გაუკეთა უზურპაცია” – პრეზიდენტი

,,დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, ის განცხადებები რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპას” პრეზენტაციას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზა გაყინა და ამით დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი.

,,ავირჩიოთ ევროპა- მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა და დიდი ხანია და საქართველო ყველა თავის ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს და ირჩევს განვითარების, თავისუფლებს, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის პირველ რიგში, ქართულ ღირებულებები და ამიტომ ესოდენ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ.

ვიაროთ ვთქვი, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ “ოცნება” მოიყვანა სათავეში, მერე მე კანდიდატი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყველაა ეს კამპანია იყო აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეჩვენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, ის განცხადებები რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო. 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავის სათქმელი. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება არის ერთი მხრივ, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენს მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ, საჭიროა გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც პარტიებმა ხელი მოაწერეს.

ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ დავუბრუნდით ჩვენ გზას და უნდა ხელახლა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს არის ნახევრად მიხურული. ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა, სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები