,,უცხოური ძალა ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, სხვა ძალებსაც გადაალახინოს ბარიერი” – გურამ მაჭარაშვილი

,,უცხოური ძალა ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი როგორმე სხვა ძალებს გადაალახინოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ პირებს დააკავშირებენ ერთმანეთთან, რომლებიც საჯაროდ დაპირისპირებული იყვნენ.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში ცდილობს, არჩევნებზე რამდენიმე ნაწილად გავიდეს და ამას უცხოური ძალები აკეთებენ. ერთმანეთთან ისეთ პირებს დააკავშირებენ, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და საჯაროდ ლანძღავდნენ. მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს, გვარამია დაასვეს თავზე და ათქმევინეს, თურმე რუსული რუბლები კარგი ყოფილა და რუსეთს შარვლის ჩახდით უნდა ვებრძოლოთ. ეს გაერთიანება შექმნეს.

შეეცდებიან, გახარია-ხაზარაძეს ერთმანეთზე ათქმევინონ – ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარესო. შემდეგ, სავარაუდოდ, თავზე დაასვამენ ზურაბიშვილს. უცხოური ძალა ასეთი გაერთიანებებით ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი როგორმე სხვა ძალებს გადაალახინოს. ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ ამას შეეცდებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები