მოსახლეობის ნაწილი ჭიათურისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვს

,,ერთად ვიბრძოლოთ ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის!”. მოსახლეობის ნაწილი ჭიათურისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,ძვირფასო ჭიათურელებო და ჭიათურის მეგობრებო!

ჭიათურა, მდიდარი მანგანუმის საბადოებით ცნობილი, ოდესღაც ქალაქის სტატუსით სარგებლობდა. დღეს კი მხოლოდ მუნიციპალიტეტია. დროა, დავიბრუნოთ ის, რაც გვეკუთვნის!

ქალაქის სტატუსის აღდგენა ჭიათურისთვის ნიშნავს: მეტ ავტონომიას ადგილობრივ მართვაში, გაზრდილ დაფინანსებას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს, გაუმჯობესებულ სოციალურ სერვისებს.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად მაღაროელების მხარდასაჭერად შეიქმნა, ახლა ამ მნიშვნელოვან საკითხსაც აიღებს მხედველობაში. გვჯერა, რომ ქალაქის სტატუსის დაბრუნება ხელს შეუწყობს როგორც მაღაროელების, ისე ყველა ჭიათურელის კეთილდღეობას.

შემოგვიერთდით ამ ინიციატივაში! ერთად ვიბრძოლოთ ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის!”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები