,,საქართველოში მიიღეს კანონები, რომელთა გამოც ქვეყანამ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა ვერ შეძლო” – ბრაჟე

,,საქართველოში მიიღეს კანონები, რომელთა გამოც ქვეყანამ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა ვერ შეძლო”, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

,,ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის. შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას, ასევე იმას, რომ უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროპულ პრინციპებთან.

საქართველოს გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულიყო. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს ნაბიჯი და მიიღეს ისეთი კანონი, როგორიცაა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი და სხვა კანონებიც, რომელიც ბადებს კითხვებს ევროკავშირის წევრებს შორის, რომელთა გამოც, სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ.

ასე რომ ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ხელშია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 80%-ს სურს, რომ ევროკავშირის წევრი იყვნენ, ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც ამას ემხრობა, ამიტომ, რატომ უნდა ახლა ასეთი, ამის საპირისპირო, ჩემთვის გაუგებარია, – განაცხადა ბრაჟემ. [სინქრონული თარგმანი]

მსგავსი თემები