,,მე რომ თბილისში მთავრობა ვიყო, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი” – სახ.დეპის მდივნის მოადგილე

,,მე რომ თბილისში მთავრობა ვიყო, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი,” – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, კრისტოფერ სმითმა ,,ამერიკის ხმასთან” და აშშ-ის შეჩერებულ წვრთნებს გამოეხმაურა.

,,მე კარიერა თბილისში დავიწყე, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ის პროგრესი, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ოჯახის წევრობის მიზნების კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი და ისტორიული იყო. შეერთებული შტატები მათ გვერდით იდგა თითოეულ ამ ნაბიჯზე.

მე რომ თბილისში, მთავრობა ვიყო, ამერიკის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას, ისევე, როგორც ბრიუსელის გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის კუთხით, სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი.

ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვრჩებით იმით, რა მიმართულებით მიდის ხელისუფლება. ჩვენ განვაგრძობთ მათთან არასაჯაროდაც ამ შეშფოთების გამოხატვას, მაგრამ ასევე გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას საიმისოდ, რომ მივუთითოთ იმ სიმწვავეზე, რომლითაც ამ სიტუაციას ვაფასებთ,” – განაცხადა სმითმა.

მსგავსი თემები